JobHabor
Menu

ბიზნეს ანალიტიკის (BA) შემსწავლელი კურსი აჭარის რეგიონში

JSC Credo Bank · Location not stated

  • Financial Services & Banking
  • 5,001–10,000 employees
  • Tbilisi, Tbilisi

Strong hiring record · median 52 days open

7272

Hiring signal

Open

Nothing unusual about this posting's history. · How we score

All reasons
  • Open 52 days
  • No location stated

Did you apply?

ბიზნეს ანალიტიკის (BA) შემსწავლელი კურსი აჭარის რეგიონში at JSC Credo Bank. We’ll keep it in your applied jobs, so you can see it later and be warned before applying to the same employer twice.

ბიზნეს ანალიტიკის (BA) შემსწავლელი კურსი აჭარის რეგიონში - JSC Credo Bank | Career Page

ბიზნეს ანალიტიკის (BA) შემსწავლელი კურსი აჭარის რეგიონში

Apply for Position Or refer someone

Job Openings ბიზნეს ანალიტიკის (BA) შემსწავლელი კურსი აჭარის რეგიონში

About the job ბიზნეს ანალიტიკის (BA) შემსწავლელი კურსი აჭარის რეგიონში

ბიზნეს ანალიტიკის (BA) შემსწავლელი კურსი აჭარის რეგიონში

Credo Academy სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს მასშტაბურ პროექტს რეგიონების გასაძლიერებლად და აცხადებს ბიზნეს ანალიტიკის (BA) კურსს სრულიად უფასოდ.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ცხოვრობს აჭარის რეგიონში და სურს დაეუფლოს მომავლის პროფესიას, დარჩეს საკუთარ რეგიონში და დასაქმდეს სასურველ ორგანიზაციაში, დისტანციურად.

შერჩეული კანდიდატების სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.

BA-ს სასწავლო პროგრამა შედგება 6 ძირითადი მოდულისგან, რომელიც გადანაწილებულია 120 სალექციო საათზე (ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ადგილზე ასევე დისტანციურად)

აღნიშნული კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით

  • BA Fundamentals - ბიზნეს ანალიზის საფუძვლებს, BA Technics Usecase-ების მიდგომებს. BA Methodologies - სხვადასხვა მეთოდოლოგიით ანალიზის ტექნიკებს
  • SDLC - software development live cycle მეთოდოლოგიის/ფრეიმვორკებს. (waterfall, Agile) პრინციპებს და მიდგომებს
  • MODELING/DESING: ბიზნეს პროცესებისა და ობიექტების დახატვას
  • ვებ. სერვისების და API-ების, SOAP, WSDL და REST პროტოკოლების გარჩევას და გამოძახების სწავლას
  • მესიჯის ფორმატის, სტრუქტურის შესწავლას და შეცდომების დამუშავებას (JSON,XML) , HTTP Verbs/Methods, HTTP Status Codes
  • POST, GET, DELETE, PUT მეთოდების მნიშვნელობის შესწავლას
  • OOP-ზე ნაწერი კოდის წაკითხვის შესწავლას, ბიზნეს ლოგიკის/ფუნქციონალის გარჩევის შესწავლას. მათ შორის visual studio- ში ოპერირების შესწავლას
  • SQL - ინფორმაციის ამოღების შესწავლას სხვადასხვა ცხრილიდან

აღნიშნული კურსის გავლის შესაძლებლობა ექნება

  • აჭარის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების და მსგავსი მიმართულებით განათლების მიღების და განვითარების დიდი სურვილი; (ტექნიკური საბაზისო ცოდნა არ არის სავალდებულო)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დონე - B1 (კანდიდატს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მასალების კითხვა/შინაარსის გამოტანა)

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად

  • I ეტაპი - ზოგადი ტესტირება - ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებში
  • II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება

დაიტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია.

კურსზე მისაღები კანდიდატების რაოდენობა შეზღუდულია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი

შენიშვნა

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Apply for Position

Or refer someone

Share

  • Facebook
  • Line
  • LinkedIn
  • X (Formerly Twitter)
  • Whatsapp
  • Email

Skills

More jobs at JSC Credo Bank

All 23

Similar roles