JobHabor
Menu

Product Owner – Digital Integrations (MSME Business)

Tbcbank · თბილისი, Georgia

Strong hiring record · median 9 days open

100100

Hiring signal

Actively hiring

Posted today · Never reposted · Checked today · How we score

First seen
18 November 2026
Reposted
Not since September 2026
Last checked
Today · still on the employer's board
All reasons

In its favour

  • Posted today
  • Still listed on the employer's own board

Did you apply?

Product Owner – Digital Integrations (MSME Business) at Tbcbank. We’ll keep it in your applied jobs, so you can see it later and be warned before applying to the same employer twice.

  • MSME მომხმარებლებისთვის ციფრული ინტეგრაციების პროდუქტების განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის ფორმირება;
  • სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის საბუღალტრო და ფინანსურ სისტემებთან ინტეგრირებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება;
  • პოტენციური პარტნიორი კომპანიებისა და მათი პროგრამული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და თანამშრომლობის შესაძლებლობების შეფასება;
  • პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა ერთობლივი ციფრული პროდუქტებისა და ინტეგრაციების შექმნისა და განვითარების მიზნით;
  • MSME მომხმარებლების საჭიროებებისა და ბიზნესპროცესების შესწავლა და შესაბამისი ციფრული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სხვადასხვა სისტემას შორის მონაცემთა გაცვლისა და ინტეგრაციის პროცესების ბიზნესმოთხოვნების განსაზღვრა;
  • ბიზნესმოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად (Technical Requirements) გარდაქმნა, User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადება;
  • IT/Development გუნდებთან და პარტნიორი კომპანიების ტექნიკურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ინტეგრაციების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
  • API-ებზე დაფუძნებული ინტეგრაციების მოთხოვნების განსაზღვრისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
  • Product Backlog-ის მართვა, განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პროდუქტის განვითარების პროცესის მონიტორინგი;
  • ახალი ინტეგრირებული სერვისების ბაზარზე გაშვების პროცესის მართვა და დანერგვის შემდგომი შედეგების შეფასება;
  • ციფრული ინტეგრაციების კომერციული პოტენციალის შესწავლა და მონეტიზაციის მოდელების განვითარება;
  • პროდუქტების შემოსავლიანობის, გამოყენების მაჩვენებლებისა და სხვა ბიზნეს KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • არსებული ინტეგრაციების ეფექტიანობის შეფასება და მათი მუდმივი გაუმჯობესება.
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • Product Owner-ის, Product Manager-ის, IT Business Analyst-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრული პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის ან ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარების გამოცდილება;
  • სხვადასხვა პროგრამულ სისტემასთან ინტეგრაციების ან ტექნოლოგიური პროექტების მართვის გამოცდილება;
  • API-ების, სისტემური ინტეგრაციებისა და მონაცემთა გაცვლის პრინციპების ზოგადი ცოდნა;
  • ტექნიკური დავალებების (Technical Requirements), User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადების გამოცდილება;
  • ტექნიკურ გუნდებთან და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიისა და Product Development Lifecycle-ის ცოდნა;
  • Jira-სა და Confluence-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • ბიზნესმოთხოვნების ანალიზისა და ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

More jobs at Tbcbank

All 12

Similar roles